add one
gallery images
gallery images
gallery images

თელავში გაკეთდეს გარე საკალათბურთო მოედანი

ჩვენ გვსურს რომ ქალაქ თელავში გაკეთდეს მაღალი სტანდარტების გარე საკალათბურთო მოედანი.
gallery images

მოვითხოვთ ესპანეთის ჩემპიონატს ქართულ სპორტულ არხებზე!!!

საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და მათ შორის ბევრი არის ესპანეთის ჩემპიონატის ფანი. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ქართულ ტელესივრცეში ქართულმა სპორტულმა არხებმა აჩვენონ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. გთხოვთ გააზიაროთ თქვენს ფეისბუქზეც
gallery images

მოვითხოვთ გაშუქდეს იტალიის სერია ა-ს მატჩები ქართულ არხებზე!

ფეხბურთი, რომ საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ, ეს ყველამ იცის. სამწუხაროდ ქართულ არხებზე არ აჩვენებენ იტალიის ჩემპიონატს, არადა იტალიურ გუნდებს და საერთოდ იტალიურ ფეხბურთს საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მათ შორის რამდენიმე გუნდს, ოფიციალური ფან-კლუბიც ჰყავს საქართველოში. დიდი სიამოვნება იქნება, თუ რომელიმე ქართულ არხზე გაშუქდება იტალიის ჩემპიონატი, რომელსაც აუცილებლად ეყოლება უამრავი მაყურებელი.
gallery images
gallery images

გამოცდების მოხსნა ან გადატანა 99_ე სკოლის მეცხრე კლასსში

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოსწავლეთა დიდი ნაწილი დემორალიზებულია და ერთხმად მოვითხოვთ სასკოლო წერების გაუქმებას ან გადატანას. 
gallery images

2015 წლის სასკოლო წერების გაუქმება ი.ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მოსწავლეთა დიდი ნაწილი დემორალიზებულია და ერთხმად მოვითხოვთ სასკოლო წერების გაუქმებას.
gallery images

შეიქმნას საგამოძიებო კომისია ცხოველების დახოცვის ფაქტზე

სტიქიური უბედურება რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად. დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული "საფარი". ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებტ რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას) რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო, ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაზინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა. ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელის მომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა:1. თუ კი მიზეზი საძილე საშუალებების არ ქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი2. თუ მიზეზი, "ნადირობის" სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიუნდა გაირკვეს ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ ფოტო ეკუთვნის: გიორგი დანელიას 
gallery images

მოვითხოვოთ ველო ტრასები თბილისში.

მოვითხოვოთ ველოტრასების შექმნა თბილისში. ამით ჩვენ გვექნება:- მეტად სუფთა და ჯანსაღი გარემო- მეტად წყნარი და მშვიდი ქალაქი- გაცილებით ნაკლები საგზაო დატვირთვა, ანუ ბევრად ნაკლები მანქანა და საცობი (traffic).- ველო-ტურისტული ქალაქი- ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო- ჯანსაღი ცხოვრების რეალობა.
gallery images

ქ. თბილისის ნომერ 163_ე საჯარო სკოლაში მეათე კლასის გამოცდები მოიხსნას

 მოგესალმებით. ქ.თბილისის ნომერ 163_ე საჯარო სკოლაში ტარდება დირექტორის მიერ დაწესებული სასკოლო გამოცდები რის გამოც მოსწავლეთა უმრავლესობა მობილიზებას ვერ ვახდენთ საგნის აზრიანად შესწავლაზე აქედან გამომდინარე ძალიან რთული წარმოდგენა გვიჩნდება სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საგანმანათლებლო კატის გამოცდებზე და მოვითხოვთ რომ გაუქმდეს სკოლის დირექტორის მიერ დანიშნული გამოცდები             პატივისცემით: ნომერ 163_ე საჯარო სკოლის მე_10 კლასის მოსწავლეები
gallery images

დროულად მოხდეს კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებლების მიერ ხალხისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერნი, მოვითხოვთ სამართლებრივ საფუძველზე   კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფის"დამფუძნებლების თაღლითობაში დროულად მხილებას და  დასჯას,  მათ  ხელთ არსებული უძრავი ქონების  ჩამორთმევას და დაზარალებულთათვის  განსაკარგად გადაცემას, რათა დაზარალებულთა ნდობით აღჭურვილმა პირებმა  შეძლონ წლობით შეჩერებული მშენებლობების უმოკლეს ვადებში დასრულება;მოგეხსენებათ, კომპანია  „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70 სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში. ის დააარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს. დახვეწილი „პირამიდის“ სქემის მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ დაარწმუნა ათასობით კლიენტი შეესყიდათ ჯერ კიდევ არაშენებული ბინები, შემდეგ კი მათ მიერ მშენებლობაში გადახდილი 310 მილიონი აშშ დოლარი არამიზნობრივად გამოიყენა. შედეგად თითქმის 6 200-მა ოჯახმა (დაახლოებით 25000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი თანხები და ასევე ბინები, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებელია. საზღვარგარეთ თავიანთი ბინათმშემებლობებისთვის თანხის მოსაძიებლად  გადახვეწილი დაზარალებულები,  წლების განმავლობაში, მძიმე ფიზიკური შრომის ხარჯზე, კეთილსინდისიერად  აგზავნიდნენ თანხას „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ანგარიშზე და  დღეს უკვე იმედგაცრუებლნი ვეღარ ბრუნდებიან საქართველოში, რადგან აღარც ბინა აქვთ და აღარც  ბინის შესაძენი თანხა.გარდა იმ ადამიანებისა,  ვინც "ცენტრ პოინტ ჯგუფს" თანხა ბინის შეძენის მიზნით გადაუხადა, ამ ჯგუფს სხვა ტიპის დაზარალებულებიც ჰყავს.  ეს არის 260 ადამიანი, რომლებმაც  შპს "ცენტრ პოინტ ინვესტს" დაახლოებით 6 მლნ დოლარის მოცულობის თანხა ასესხეს და სარგებლის სახით წლიური 24 პროცენტი უნდა მიეღოთ.მოქალაქეებისგან სესხის აღება ფირმამ 2007 წელს დაიწყო.  ვახტანგ რჩეულიშვილი ამ პროექტს ქართველი ხალხის გადარჩენის გზას უწოდებდა, დამერწმუნებით, ეს არგადარჩენას უფრო ჰგავს... წინა მთავრობის მიერ „ცენტრ პოინტ ჯგუფისთვის“  შექმნილმა სასათბურე პირობებმა ხალხი მიიყვანა სასოწარკვეთილებამდე. სამწუხაროდ, დღესაც იგივე ხდება. დაზარალებულების უმეტესობა ჩივილს, რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერასაც კი არიდებს თავს, არ გაგვიბრაზდნენ და საერთოდ უბინაოდ არ დაგვტოვონო, გასაგებიცაა, რადგან მათ მიერ დაქირავებული აგენტები ხალხს აშანტაჟებენ და დღესაც, მათი ზეწოლით, ხალხის თვალის ასახვევად შექმნილ საინვესტიციო ჯგუფების ანგარიშზე ისევ ირიცხება თანხა იმის იმედად, რომ ოდესღაც „რაღაცას“ გამოიმეტებენ  კომპანიის დამფუძნებლები, თუნდაც ნუ იქნება ეს “რაღაცა“ ისეთი, როგორიც თავიდან უნდა ყოფილიყო, ყველაფერ დათმობაზე მიდიან...ეს არის გაჭირვებაში მათ მიერ ჩაგდებული ხალხის ფსიქოლოგია, რასაც თავის სასარგებლოდ ოსტატურად იყენებენ გამოცდილი თაღლითები. დარწმუნებულნი ვართ, ამ პეტიციაზე ხელის მოწერაზეც თავს შეიკავებს უმრავლესობა, თუმცა ეს არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ამ ხელისუფლების დროსაც გრძელდება... სასამართლოს მიერ დაუსრულებლად გადადებული პროცესები,  მოქმედი პარლამენტარების თავდებობით გამოშვებული დამფუძნებლები, დაზარალებულებსა და სახელწიფოს შორის არსებული ბარიერი თაღლითების  წისქვილზე ასხამს ისევ წყალს და კვლავაც  ბევრი ადამიანი ზარალდება.მთავრობის გუნდის კეთილი ნება დადებითი მუხტი იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკის გამყარებას, ქვეყნის აღმშენებლობას  და  მის ნათელ მომავალს უდაოდ  შეუწყობს ხელს.
gallery images
gallery images
gallery images

მართვის მოწმობის გაცემა (“B ” კატეგორიის) 16 წლის ასაკიდან

მოვითხოვთ კანონის ცვლილებას რის შესაბამისად, მართვის მოწმობის აღება შეეძლებათ 16 წლის პირებს, თუმცა აქვე დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად: მართვის უფლების მისაღებად ესა თუ ის პირი გამოცდაზე უნდა დაიშვას ერთ–ერთი მშობლის წერილობითი თანხმობით და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მას მიენიჭება “B ” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მასზე გაიცემა მართვის უფლების დამადასტურებელი მართვის მოწმობა.აქვე- 16 წლის ასაკში მართვის უფლებამინიჭებულ პირს აეკრძალოს: მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო საშუალებით, ტაქსით ან შემოსავლის მიღების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობების საფუძველზე მძღოლად საქმიანობის უფლება.როგორც ცხადია მსგავსი კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მიმართ 16 წლის ასაკიდან დაშვებულია ევროპის გარკვეულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოვითხოვთ საქართველოშიც შეიცვალოს ეს კანონი რის მიხედვითაც “B ” კატეგორიის მართვის მოწმობა გაიცემა 17 წლის ასაკიდან.წარმოადგენს თუ არა საფრთხეს ეს კანონი?რამდენად გამართლებულია ასაკობრივი ზღვარის დაწევა ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მომატებული რისკის მქონე უფლებით არასრულწლოვანის აღჭურვას?"ადრეულ ასაკში ადამიანის ტვინი ბევრად უფრო აქტიურია. მათ გააჩნიათ ავტომანქანის მართვის სწავლის მაღალი უნარი. აგრეთვე გასათვალისწინებელია საქართველოში დღეს-დღეობით გზებზე არსებული ვითარება - საგზაო წესების დაცვას ვერ ახორციელებს მძღოლთა დიდი ნაწილი. დავაკვირდეთ თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული ცვლილება უკვე 16 წლიდან მძღოლების მიერ ავტომანქანის მართვის ხარისხზე და მოძრაობის უსაფრთხოებაზე"