add one
gallery images

არ დავუშვათ იარაღით ქუჩაში კანონიერად დახოცონ ძაღლები!!!

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 5 იანვრის ბრძანებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ცხოველთა თავშესაფრის გარეთ მოკვდინება შესაძლებელი ხდება. ამასთან, სააგენტოს სურს, თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება დაიკანონოს.სააგენტომ აღნიშნული წინადადებით თბილისის მერიას მიმართა. პროექტის მოწონების შემთხვევაში, მისთვის საკანონმდებლო ინიციატივის სახის მიცემაზე დაიწყება მუშაობა.ცხოველთა თავშესაფრის გარეთ მოკვდინება დაუშვებელია, რადგან ეს არალაბორატორიულ პირობებში, ხალხის თვალწინ არ უნდა მოხდეს.  ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე ჩატარებული უმტკივნეულო მოკვდინებაა, რომელსაც ვეტერინარის ადგილზე დასწრება აუცილებლად სჭირდება და ეს არ უნდა ხდებოდეს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თანამშრომლებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მიღებას ცდილობს, ამდენად მათ სურთ, იარაღით ქუჩაში კანონიერად დახოცონ ძაღლები. კეთილი ინებონ მერიის სსიპ-ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ფხალაძემ და მისმა მოადგილემ ლერი ქვარაიამ, რომლებსაც ცხადია რომ არანაირი ცოდნა ძაღლების შესახებ არ გააჩნიათ,  გაეცნონ ევრიპასა და ამერიკაში როგორ ხდება ძაღლების მოვლა-პატრონობა, მკურნალობა და ევთანაზია! სამწუხაროა რომ არც კი ცდილობენ დასავლური გამოცდილების გაზიარებას. ეს ადამიანები სრულიად შეუფერებლები არიან დაკავებული მოზიციებისათვის, მათი "მუშაობა" და დამოკიდებულება საქმისადმი ვერც ცხოველებს მოუტანს სიკეთეს და ვერც ადამიანებს!ცხოველთა უფლებადამცველები კი დოკუმენტის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.ამასთან თემურ ფირცხალაძის უწყების მიერ მომზადებული კანონი საკრებულოში უკვე დარეგისტრირდა და "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" მიერ მომზასდებული პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებული იქნებაძაღლის ან კატის ინდენტიფიკააციის მიზნით ჩხოველს სხეულში ჩაუყენოს ჩიპი, გაუკეთოს ტატუ ან იარლიყი.ახალი ინიციატივის მიხედვით, მოქალაქე, რომელსაც სახლში ყავს ცხოველი, ვალდებული საკუთარი ძაღლი ან კატა აიყვანოს აღრიცხვაზე. ყოველწლიურად კი გაიაროს საკონტროლო რეგისტრაცია, რომლიც წინასწარი ინფორმაციით ფასიანი იქნება, თუმცა დოკუმენტში თანხა არ კონკრეტდება.მივმართავთ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დროულად მოეგონ გონს, თუკი საუბარია მოსახლეობის დაცვასა და ცხოველების უვნებელყოფაზე, ამ სამსახურს სპეციალური შპრიცსასროლი მოწყობილობა აქვს, რომელიც ცხოველის ჰუმანური დაძინების და უვნებელყოფის საშუალებას იძლევა. არ არის აუცილებელი იარაღით ხოცონ ძაღლები ქუჩაში!!!  მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის უხეში დარღვევაა, რომ არაფერი ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და ჰუმანურობის პრინციპების უგულებელყოფაზე.  
gallery images

სამხატვრო აკადემიის 433 სტუდენიტის ინიციატვა - სამხატვრო აკადემიის განახლებისთვის — გია ეძგვერაძე აკადემიის რექტორად! დაუჭირეთ მხარი სტუდენტებს — ხელმოწერა ყველასთვის ღიაა

დღეს საქართველო საბჭოური ცნობიერებისა და კულტურის დასრულების უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას, რომლის დაძლევას თანამედროვედ მოაზროვნე, დასავლურ ფასეულობებს ნაზიარები, ახალი კულტურის მაძიებელი და შემოქმედი ადამიანების თაობა თუ შეძლებს. სამხატვრო აკადემიას ამგვარი თაობის აღზრდაში უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. მაგრამ ჯერჯერობით ის თავადაა სტაგნაციის მდგომარეობაში და ვერ გუცნობიერებია კრიზისი, რომელშიაც აღმოჩნდა თანამედროვე გამოწვევებსა და მისთვის ჩვულ წარსულის ინერციას შორის არსებული კონფლიქტის შედეგად. აკადემიაში მხატვრობასთან ზიარება კვლავ საბჭოური რეცეპტებით ხდება, რაც XIX საუკუნის რუსული აკადემიის და სოციალისტური რეალიზმის სინთეზია, რისი შინაარსიც დღეს ყოველმხრივ გაუფასურებული და უფუნქციოა. დღესაც კი, აკადემია, ახლახან შედგენილ დებულებაში ამაგრებს ამ მიდგომას: მუხლი 3 — აკადემიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; პუნქტი გ) - აკადემიის ტრადიციული სახელოვნებო და საგანმანათლებლო სკოლების შენარჩუნება და განვითარება. სამხატვრო აკადემიამ ვერ აუღო ალღო შემოქმედების ევროპულ გზას, ვერ გადაძლია რუსულ/სოციალისტური მეთოდოლოგია და ვერ მოძრაობს დასავლური ვიზუალური ენის მიმართულებით. ამის გამო ჩვენ, სტუდენტებმა მოვაწყვეთ ლექციების სერია “კრიზისის შინაარსი”, რომელიც ემსახურებოდა აკადემიაში მიმდინარე კრიზისის გააზრებას. ლექციების წასაკითხად გვეწვიენ მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში მოღვაწე, თანამედროვედ მოაზროვნე ინტელექტუალები: ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, ილია ჭავჭავაძისუნივერსიტეტის რექტორი/ფილოსოფოსი გიგა ზედანია, ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, მხატვარი ნადია წულუკიძე, კონსერვატორიის რექტორი/მუსიკოსი რეზო კიკნაძე, პროფესორი/ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე, პოეტი პაატა შამუგია, ფილოსოფოსი/მწერალი ირაკლი კაკაბაძე და ა.შ. ლექციებმა ცხადჰყო გარღვევის აუცილებლობა კონცეფციებისკენ, რომლებიც თავისუფალი შემოქმედების საყრდენს წარმოადგენენ. ასეთი რესურსი, დღეს აკადემიაში არ მოიძიება , ამიტომ: 1. რექტორის არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული ყველასთვის, ვისაც კი გააჩნია სამომავლო ცვლილებების სერიოზული პროგრამა. აკადემიის ახალი დებულებით ეს შეუძლებელია: მუხლი 9. არჩევნები აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად: პარ. 4) რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი. ეს აგარაფობიული მუხლია: კანდიდატს იდეები ესაჭიროება აკადემიური პოზიცია კი არა! ამით უამრავ კანდიდატურას ვკარგავთ — ეს პუნქტი აკადემიის მომავლისათვის სრულიად მავნებელია და უნდა მოიხსნას. 2) დაგეგმილია პროფესორთა არჩვენები, რომელიც ჩვენი აზრით უნდა ჩატარდეს მხოლოდ რექტორის არჩევის შემდეგ! ახალი იდეების მქონე რექტორმა უნდა თავისი წვლილი შეიტანოს ახალ პროფესორთა კორპუსის, ანუ აკადემიის მომავალის განსაზღვრაში. სხვაგვარად მივიღებთ ისევ დღევანდელ აკადემიას კიდევ ოთხი წლით. 3) რექტორის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს პიროვნება დასავლეთში მაღალი დონის გამოფენების და დასავლეთის შემოქმედებით სასწავლებლებში სწავლების დიდი გამოცდილებით. ანუ ახალი სააზროვნო სტანდარტების თეორიული ცოდნით და ასევე აზროვნების დინამიური და უკომპრომისო ხასიათით. ჩვენ სტუდენტებს, და ასევე ქართველი პროგრესული ინტელექტუალების დიდ ნაწილს (ჩვენი გამოკითხვით) მიგვაჩნია, რომ არსებობს ყველაზე ძლიერი კანდიდატურა, რომელსაც შესწევს რეალური ცვლილებების გატარების ძალა: ეს არის ევროპაში 25 წელი მოღვაწე ქართველი მხატვარი გია ეძგვერაძე, რომელიც არა მარტო ყველა ზემოთ აღნიშნული ნიშნით შეესატყვისება აკადემიის რექტორის პოზიციას, არამედ, მისმა ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა ლექციების კურსმა თბილისში, მისმა თეორიულ-საზოგადოებრივი ხასიათის სტატიებმა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, ჩვენ კულტურულ საზოგადოებას დაანახა , თუ რას ნიშნავს კვლევით დინამიკაში მყოფი აზროვნება. ამიტომ: მიუხედავად ჩვენი (ზემოთ დაფიქსირებული) ერთმნიშვნელოვანი სურვილისა და ბრძოლისა, რომ აკადემიის ტერიტორიაზე დემოკრატიული პროცედურები დამკვიდრდეს, დღესდღეობით შექმნილ სიტუაციში (და ამ მხრივ სისტემამ ყოველთვის მოქნილობა უნდა გამოიჩინოს!) ჩვენი რწმენით კულტურის სამინისტრომ პერსონალურად უნდა მოიწვიოს ბატონი გია ეძგვერაძე აკადემიის რექტორის პოზიციაზე! ჩვენ — სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პრემიერი, კულტურის მინისტრი და განათლების მინისტრი (მათთან არის ეს წერილი მიმართული) სათანადოდ დააფასებენ ჩვენს ინციატივას და ძალისხმევებს სამხატვრო აკადემიის კრიზისიდან გამოყვანისთვის და ყურად იღებენ ჩვენს დასაბუთებულ მოთხოვნებს, რომელთა მეშვეობითაც გახდება შესაძლებელი აკადემიაში არსებული სერიოზული კრიზისის საბოლოოდ დაძლევა. ტექსტი უკვე შევიდა პრემიერ-მინისტრის აპარატში, კულტურის და განათლების სამინისტროებში 433-ი სტუდენტის ხელმოწერით.
gallery images

პეტიცია ვაკის პარკის გადასარჩენად

ვაკის პარკში, რესტორან "ბუდაპეშტის" ადგილას გასცა მერიამ ნებართვა 30 მეტრი სიმაღლის შენობის, სასტუმროს ასაშენებლად. ამ ზონაში სასტუმროს მშენებლობა აკრძალული უნდა იყოს წესით, მაგრამ თბილისში ყველაფერი შეიძლება. განსაკუთრებით პარკებში და ბაღებში. სასტუმროს რამხელა ინფრასრუქტურა და მისასვლელი გზები ჭირდება, ყველამ იცის. რამდენი ხე შეეწირება ამას და რამდენად დავარდება ვაკის პარკის ხარისხი, ამას მერე ვნახავთ. 1204.5 მ2 ავტოსადგომი, 1397.2 მოშენების ფართობი, ნაკვეთის ზომა - 2863 მ2. სასტუმროს ნომრების ფართობი - 4881.3 მ2 !!!! ნუ მივცემთ ამის უფლებას, მოვაწეროთ ხელი რაც შეიძება ბევრმა და გადავუგზავნოთ საკრებულოს
gallery images

One Direction საქართველოში

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენდის ფანები და გვინდა რომ ის ჩამოვიდეს საქართველოში. რა აღარ გავაკეთეთ ამისთვის, ზაფხულში World Wide ტრენდებშიც კი მოვხვდით მაგრამ მაინც არ ცამოვიდნენ და ახლა იმედი გვაქვს, რომ ამ ხელმოწერების შეგროვებით მაინც დავიმსახურებთ იმას რომ გვეწვიოს ჩვენი ფავოროტი გუნდი საქართველოში. ასე რომ უკვებლივ ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ იმაში, რომ იმედი არ გაგვიცრუვდეს. წინასწარ დიდი მადლობა.
gallery images

გადავარჩინოთ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

თბილისის საკრებულო განიხილავს საჩივარს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ტარიელ ჭანტურიძემ და ხათუნა ელიზბარაშვილმა შეიტანა ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის’’ წინააღმდეგ. საკრებულო დაინტერესდა ამ საკითხის შესწავლით, თუმცა, ცალსახად დაუჭირა მხარი მათ და სპეციალურად მოწვეული ოპერატორების საშუალებით, დღისით თუ ღამით,მათ მიერ დადგმული პროვოკაციები დააფიქსირა. ჩვენ ამის შესახებ, არაერთხელ განვაცხადეთ სოციალურ ქსელსა თუ ვებ–პორტალზე. თბილისის საკრებულო ღიად დადგა უსამართლობის მხარეს და სიმართლეს ზურგი შეაქცია. იმის ნაცვლად, რომ გვერდით დგომა გამოეცხადებინა ჩემთვის, ბიზნესმენისთვის რომელიც საკუთარი ხარჯებით ვინახავ თავშესაფარს, 2004 წლიდან დღემდე 4 ათასამდე ძაღლი შევიფარე, დღეისათვის კი, სამასზე მეტ ძაღლს და 8 დათვს ვმზრუნველობ.