add one
gallery images

განახევრდეს ან გაუქმდეს სრულად 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის გადასახადი

ახალი ვირუსი COVID-19 -ის გამო, მოგეხსენებათ საქართველოში და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიკეტა და ფულის დინება გაჩერდა. ჩვენი უნივერსიტეტები კი მაინც გვთხოვენ გადავიხადოთ გრაფიკით განსაზღვრული სწავლის გადასახადი. მაშინ როდესაც ვართ უდიდეს ეკონომიკურ კრიზისში. მივმართავთ თხონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეიმუშავოს სპეციალური გეგმა რომლითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება სტუდენტების მოთხოვნა, მოხდება მათი უფლებების დაცვა და ამავე დროს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უნივერსიტეტების ფინანსური ზარალი.
gallery images

საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა აღუდგეს ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც შეუჩერდათ აღნიშნული სოციალური დახმარება. ეს არის აუცილებელი, რადგან ამ ადამიანებს სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი არსებობდნენ სწორედ სახელმწიფოს დახმარებით - საარსებო შემწეობით, რომელიც 30 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს და ამ დახმარების გარეშე ადამიანები რჩებიან სრულიად უმწეო მდგომარეობაში. მითუმეტეს არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ მარტის თვეში კიდევ დამატებით შეუჩერდა დახმარება ათასობით ადამიანს ბიუროკრატიული პროცედურების (გეგმიური გადამოწმება და სხვა) გამო. ნუ გავწირავთ ადამიანებს შიმშილისთვის!მოაწერეთ ხელი პეტიციას! გისურვებთ ჯანმრთელობას.დამატებითი კითხვებისთვის 591051601 (თეონა ჭალიძე)
gallery images

“დაიცავი დაუცველი, ნუ იქნები შემდეგი ძალადობის მსხვერპლი“

                                                                                    მოგესალმებით და მოგმართავთ ადამიანებს, ვინც ემიჯნებით ყვალანაირ ძალადობას.                     პეტიციის საფუძველზე ვწერ  მიმართვას ხელმოწერების შეგროვების მიზნით.                                                                           “დაიცავი დაუცველი,                                                      ნუ იქნები შემდეგი ძალადობის მსხვერპლი“ საქართველოს ტერიტორიაზე,თბილისში და განსაკუთრებით რეგიონებში გახშირდა და ყოველდღიურობად იქცა ცხოველებზე ძალადობა.აწამებენ,მძიმე საგნებით უსწორდებიან და კლავენ მიუსაფარ თუ პატრონიან შინაურ ცხოველებს.საშინელი სადისტური და ძალადობრივი ფაქტებია გამოვლენილი ბოლო წლების განმავლობაში.აღძრულია ბევრი საქმე სისხლის სამართლის 259-ე მუხლით,მაგრამ არცერთი დამნაშავე არ არის გამოვნლენილი და დასჯილი.პირიქით ცხოველთა უფლებების დამცველებს და მათ გულშემატკივრებს აყენებენ მორალურ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას.არ ხდება ინფორმირება მოსახლეობის,რომ ცხოველებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება და მათ იცავს საქართველოს კანონმდებლობა.კონკრეტული ფაქტებია გამოვლენილი ქალაქ გურჯაანში,მოკლეს ახალნამშობიარები ძაღლი.ასევე აწამეს სადისტურად ძაღლი დასახლებულ პუნქტში,იქ სადაც ბავშვები მუდმივად გადაადგილდებიან და თამაშობენ.ძალადობრივი და მკვლელობის ფაქტებია დაფიქსირებული ყვარელშიც და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.ასევე ერთერთი ასეთი ფაქტი,მოხდა თბილისის ცენტრალურ უბანში შარშან.ამ ფაქტის გასაჯაროვებას და ცხოველზე მოძალადის დასჯას ითხოვს დაზარალებულის მშობელი ნანა ხომასურიძე და ადვოკატი თემურ ნასარაია.2019 წლის იანვარში, საქართველოს მოქალაქე, 18 წლის სალომე აფციაური,  შეესწრო ცხოველეზე, კერძოდ კატაზე ძალადობის ფაქტს, მან მიმართა მოძალადეს გაეშვა  კატა და განაგრძო გზა.  ამ მომენტში ცხოველზე მოძალადეს კატა გაექცა და უეცრად ამ უცნობი ქალბატონისგან მოხდა ძალადობრივი თავდასხმა სალომეზე და მას ფიზიკურად გაუცწორდა ეს უცნობი მოძალადე ქალი. ამ ფაქტს შეეწრო რამდენიმე მოქალაქე, (რომელთა იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა). სალომე თავდასხმის დროს  ყვირილით ითხოვდა დახმარებას და პატრულის გამოძახებას.ქალმა დაიჭირა სალომე თმებით და მუხლებს ძლიერად ურტყავდა თავის არეში,სალომე კი მხოლოდ ცდილობდა დაეცვა საკუთარი თავი. მოძალადემ ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც დაინტერესებულა ნაცემი და დაკბენილი მოზარდის მდგომარეობით. ნაცემი სალომე, მრავლობითი ტრამვით დაბრუნდა სახლში და დაკარგა გონება. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ აუცილებელი გახდა სალომეს სტაციონარში გადაყვანა, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  მკურნალობდა.2020 წლის 29 თებერვალს, პროკურორმა სალომე აფციაურს წაუყენა ბრალი. სამხარაულის ექსპერტიზა ადასტურებს, რომ სალომეს ქონდა მრავლობითი დაზიანებები, თავის ტვინის შერყევა,  დაკბენილი თითები, პლევრაში სითხის დაგროვება  და სხვა. აღიძრა საქმე,თუმცა მიზეზი რის გამოც მოხდა თავდასხმა მოზარდზე,არ არის დართული საქმეში.ამ ძალადობის წინააღმდეგ აქტივისტებმა და ცხოველთა  უფლებების დამცველებმა 2019 წლის იანვარში გამართეს აქცია ქალაქ თბილისში, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც კატეგორიულად მოითხოვდნენ კანონის გამკაცრებას და ცხოველებზე მოძალადის სამაგალითო დასჯას. აქცია გაშუქდა სხვადასხვა ტელევიზიების მიერ.ამ კონკრეტულ საქმეზე საჩივარი, რომ აღძრულიყო საქმე ცხოველზე ძალადობის და სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიბლოკა. გამოძიება არ არის დაინტერესებული გამოიძიოს ცხოველებზე ძალადობის  ფაქტები, არ აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 259 -ე მუხლით, რაც ნათელს მოჰფენს საქმეს და დაამტკიცებს სალომეს უდანაშაულობას.ცხოველზე მოძალადე ძალადობს ადამიანზეც, ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია ამისა.სალომე აფციაური მხოლოდ ცხოველების უფლებების დაცვისთვის იქნა სასტიკად ნაცემი და სახელმწიფო ცხოველისა და საკუთარი თავის დაცვისთვის უყენებს ბრალს. მოძალადე  რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს ცხოველს და დაუნდობელი ფიზიკური ძალადობით  უსწორდება ადამიანს, უნდა იქნეს მხილებული და დასჯილი. მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო სიმართლისათვის ბრძოლაში, რათა მოძალადეების კანონიერი ჩამოშორება მოხდეს საზოგადოებისგან. ყველა ცივილურ ქვეყანაში ცხოველს აქვს სიცოცხლის უფლება და ჩვენ ადამიანები ვითხოვთ კანონის აღსრულებას,რათა დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და ადამიანები ძალადობისგან.გთხოვთ ადამიანებს მაქსიმალურად ჩაერთოთ ცხოველების უფლებების დაცვაში და ერთად შევაგროვოთ ხელმოწერები,მივმართოდ ყველა შესაბამის ორგანოს მსგავსი ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ მოახდინონ რეაგირება.ცალკეული ადამიანების ბრძოლა არ არის საკმარისი ძალადობის დასამარცხებლად,მნიშვნელოვანია გაერთიანება,რომ მოვითხოვოთ პროკურატურისგან და სხვა შესაბამისი ორგანოებისგან მოხდეს სათანადო რეაგირება თითოეულ ფაქტზე.გვჭირდება ხელმოწერები სალომე აფციარის საქმეზე პროკურატურაში წარსადგენად,რომ შემდგომში ცხოველებზე ძალადობის  ფაქტები იქნეს გამოძიებული და ყველა შემთხვევას მოყვეს სათანადო რეაგირება.გავერთიანდეთ,რადგან ცხოველზე მოძალადე ძალადობს ადამიანზეც.ნუ იქნები შემდეგი!            
gallery images

დროებით შეჩერდეს კრედიტებზე შენატანები

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ქვეყანაში გაგრძელდა პრევენციული ღონისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია). კორონა ვირუსის (COVID-19) მიზეზით, ამ დროისათვის:- სასწავლო არდადეგები გახანგრძლივებულია 2020 წლის 01 აპრილამდე;- მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს;- მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს უმცირდებათ ან საერთოდ ვერ იღებენ შემოსავალს;- უფასურდება ეროვნული ვალუტა და ა.შ. არსებული ვითარებისა და ვირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინებით, წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც სიტუაციის დასტაბილურებამდე მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს დროებით შეუჩერდებათ სესხებზე/კრედიტებზე ყოველთვიური შენატანების შეტანის ვალდებულება და მათზე არ გავრცელდება პირგასამტეხლოების დარიცხვა.
gallery images

რატომ არ უნდა გაუქმდეს მომავლის ბანაკი

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი მომავლის ბანაკის არ გაუქმებასთან დაკავშირებით
gallery images

ჰირუდოთერაპია – წურბელას მიენიჭოს სამკურნალო სტატუსი

მოგმართავთ საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო ორგანოს!ე.წ. კორონავირუსის შემოტევამ ქვეყანაში საგანგაშო ვითარება შექმნა!ბუნებრივია ადამიანებიც შიშმა და პანიკამ მოიცვა!ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ძლიერი იმუნიტეტი  არის მყარი ჯავშანი ნებისმიერივირუსის მიმართ.ორგანიზმის ერთერთი ასეთი ძლიერი დამცავი საშუალება – იმუნომოდულიატორი არის წურბელა!ნაციონალების დროს ჰირუდოთერაპიას, ჩვენდა საუბედუროდ, სამედიცინო სტატუსი მოეხსნა, ამ სიტუაციით მშვენივრად ისარგებლეს ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა: თურქებმა და ირანელებმა, მათ  მყისვე იწყეს ჩვენი ქვეყნიდან წურბელების მასიურად გაყვანა.საქართველო უძველესი ქვეყანაა და მას შესაბამისად ასეთივე ძველი ქართული სამკურნალო ტრადიციები გააჩნია! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ქართველი ქალი –კოლხი მედეა, უნიკალურ სამკურნალო ცოდნას ფლობდა?! სიტყვა მედ-იცინაც მედეადან წარმოდგება, ჰოდა, ჩვენია მედიცინა ხალხო, ჩვენიი! ჩვენგან იღებს სათავეს!დავით ბაგრატიონის ნაშრომშიც „იადიგარ დაუდი“, არაერთგან არის ხაზგასმული  წურბელებით მკურნალობის მნიშვნელობა.რაც შეეხება ზოგადად ჰირუდოთერაპიას, წურბელებით მკურნალობას, ის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის. ავიცენა, გალენი, ჰიპოკრატე – ესენი ის ხალხია, ვინც საფუძველი ჩაუყარა მედიცინას და მედიცინის მამებად არიან წოდებული.დღეს ქართული წურბელა დიდი საფრთხის წინაშე დგას!მას ჩვენს ქვეყანაში კანონი აღარ იცავს, შესაბამისად მასზე ბრაკონიერობა  და ქვეყნიდან გაყვანაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ხდება.მოგმართავთ თხოვნით, რომ1)      აღდგეს წურბელას სამედიცინო სტატუსი (როგორც სამკურნალო საშუალება)2)      შემოღებულ იქნას კანონი, რომელიც დაიცავს წურბელას ბრაკონიერებისაგან დაკერძო პირების მიერ ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანისაგან.3)      დაარსდეს ჰირუდოთერაპიის კათედრა, როგორც სწავლების მიმართულებაალტერნატიულ მედიცინაში.4)      გაშენდეს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ფერმა, სადაც მოხდება წურბელების მოშენება. ასეთი ფერმები უკვე დიდი ხანია რაც არსებობს უკრაინაში, მოსკოვში, პეტერბურგში, ლვოვში და სხვ. პატივისცემით, ჰირუდოთერაპიის და წურბელების დამცველი,  საერთაშორისო ჰირუდოლოგთა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი:ქეთევან ანთიძე 8 მარტი 2020 წელი
gallery images

ვითხოვთ საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლიდან ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული პუნქტის შეცვლას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით

ვითხოვთ საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლიდან ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული პუნქტის შეცვლას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვითმსოფლიოში კორონავირუსის მოსალოდნელი პანდემიისა და საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოს ტელეარხების საშუალებით ავრცელებს ვიდეო რგოლს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის სახელით, რომელშიც აცნობს მოსახლეობას კორონავირუსის ზოგად თვისებებს და მისგან თავდაცვის წესებს. სამწუხაროდ, მოყვანილი ინფორმაცია ერთ პუნქტში არ შეესაბამება მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალას. კერძოდ, ვიდეო რგოლში ნათქვამია, რომ უნდა ვერიდოთ ქუჩის ცხოველებს და ფერმერებს. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ უსაფრხოების ზომებს შორის ნახსენები არაა ქუჩის ცხოველები. ცხოველებზე გამახვილებულია ყურადღება მხოლოდ ჩინეთში ზღვის პროდუქტების ბაზრობათა ტერიტორიაზე მოყვანილ ქცევის წესებში.საინტერესოა ის, რომ 2020 წლის 25 თებერვალს ნეტგაზეთის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების შესახებ სათაურით „როგორ დავიცვათ თავი კორონა ვირუსისგან“. "ნეტგაზეთი ბათუმელების" მიერ გამოქვეყნებული წესები მთლიანად თანხვედრაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექსტთან და მოყვანილი ხუთი (5) უსაფრთხოების წესიდან არც ერთი არ ახება ქუჩის ცხოველებს. ბოლო მეხუთე სიფრთხილის ზომა ეხება ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების ბაზარში ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვას. "დაიცავით ზოგადი ჰიგიენური წესები თუ თქვენ მოგიწიათ ვიზიტი ცხოველების და/ან ზღვის პროდუქტების ბაზარში"batumelebi.netgazeti. ge /news/256088/…მაშინ ისმის კითხვა საიდან მოვიდა ტელე არხებით გავრცელებულ ვიდეო რგოლში უსაფრთხოების წესი ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტისაგან თავის არიდების შესახებ?https://www.youtube.com/watch?v=PEvmJwdvdzwდა ეს ხდება მაშინ, როდესაც მსგავსი დამაბნეველი განცხადების გაკეთების გამო ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრო გაკრიტიკებული იქნა მსოფლიო საზოადოებრიობის მიერ და არაერთხელ და არაერთ სტატიაში გაესვა ხაზი, რომ ქუჩის ცხოველებთან, რომლებსაც უმეტეს ქვეყნებში წარმოადგენენ ძაღლები და კატები და ასევე ოჯახში მცხოვრებ კომპანიონ ცხოველებთან მოცემული ვირუსი კავშირში არაა.ადამიანის კომპანიონი ცხოველების მოყვარული საქართველოს მოქალაქეები ვითხოვთ საქართველოს ტელეარხების მიერ გავრცელებული ვიდეო რგოლიდან ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებული პუნქტის შეცვლას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ინფორმაციის მიხედვით ცხოველების და ზღვის პროდუქტების ბაზრებში ვიზიტის დროს ჰიგიენური წესების დაცვის რეკომენდაციით. 
gallery images

მოვითხოვთ ქალაქ ონში სამშობიარო სახლის გახსნას

 რაჭაში, ქალაქ ონში მოვითხოვთ სამშობიარო სახლის გახსნას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფატალური შედეგები. ამ დრომდე, რაჭაში არ არსებობს გინეკოლოგიური კაბინეტი სახლი და სამშობიარო. მოქალაქეებს ექოსკოპიური კვლევის შესაძლებლობა არ ეძლევათ. რეგიონში სამედიცინო პერსონალი არ ოპერირებს. ამ დრომდე, რაჭაში არაერთი ტრაგედია სწორედ სამედიცინო მომსახურების ხელმიუწვდომლობის გამო დატრიალდა. ორსული ქალბატონები იძულებულები არიან ტყიბულში არსებული გინეკოლოგიური მომსახურებით ისარგებლონ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. არის შემთხვევები, როცა პაციენტები დაუყოვნებლივი მომსახურების მიღებას საჭიროებენ. გთხოვთ, ხელის მოწერით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაჭის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის ხელყოფა საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ დრომდე ხდება! 
gallery images

დაიწიოს უნარების გამოცდის ბარიერი

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანების (N 2/19; 03.01.19 წ.). შესაბამისად,  ვფიქრობთ,  დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით საქართველოს უმაღლეს სასწავლებლეში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები. მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ორმაგად გართულებულ ფორმატში ჩატარდა გამოცდა ზოგად უნარებში, რადგან  აღნიშნული ბრძანების მუხლი 14.1-ის შესაბამისად გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ სტუდენტი შეძლებს მაქსიმალური ქულის 50%-ზე  მეტის  (45-დან მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.  ასეთი ზღვარი არის უმაღლესი სტანდარტი და ვფიქრობთ, სრულიად არავალიდური. ჩვენთვის გასაგებია, რომ ხსენებული რეგულაცია გარკვეულწილად მიმართულია ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგულობისა და მნიშვნელობის შენარჩუნებისკენ, მაგრამ, ამავდროულად სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის უცხოეთში მყოფ ახალგაზრდობას - დაბრუნდნენ საქართველოში. ცხადია, ჩვენ ქვეყანას არ აქვს დასაკარგი ადამიანური რესურსი. ამ გარემოებებმა გამოიწვია საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებში გამოცდის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები. მათში დარჩნენ ძალები, რომლებიც კვლავ გეგმავენ მგავსი აქციების გაგრძელებას, ამჯერად უკვე გამოცდების შედეგების უკანონოდ ცნობის შესახებ. ძირითად ნაწილს კი არ გვსურს სიტუაციის დაძაბავა. მდგომარეობიდან გამოსავალია კონსტრუქციული შეთანხმების მიღწევა, კერძოდ კი, ცვლილების შეტანა ხსენებულ ბრძანებაში, რომლითაც 50%-იანი ბარიერი დაიწევს 30%-იან ზღვრამდე. გთხოვთ, ბრძანების მუხლი 14.1 ჩამოაყალიბოთ შემდეგნაირდ: „გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის  განსაზღვრული  მაქსიმალური ქულის 30%-ზე  მეტის (მინიმუმ 14 ქულა) დაგროვებას.“ პატივისცემით:საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები:
gallery images

სტუდენტებმა, რომლებმაც მაინორად გაიარეს მასწავლებლის მოსამზადებელი 60 კრედიტიანი პროგრამა მიენიჭოს მასწავლებლის კვალიფიკაცია

სტუდენტებმა, რომლებმაც მაინორად აირჩიეს მასწავლებლის საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა და ჩააბარეს საგნის გამოცდა, რითაც დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია, მიენიჭოს უფროსი მასწვალებლის სტატუსი და განთავისუფლედნენ მაძიებლობის პროგრამიდან.
gallery images

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების  პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი,მეგობრები და კოლეგები მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ.
gallery images

პეტიცია საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებ

პეტიცია შემუშავებულია გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მიერ. პეტიცია გამოქვეყნდა  2019 წლის  31 ოქტომბერსაღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა მოხდეს საქართველოში გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტებისათვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.საფუძველიგაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებაა და მსოფლიოში ამ პათოლოგიით დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში 20-დან 40 წლის პერიოდში ვლინდება და ამიტომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობაში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. გაფანტული სკლეროზი არის მიზეზი უნარშეზღუდულის სავარძლის ყველაზე ხშირად გამოყენებისა 18-64 წლის ასაკის მოსახლეობაში.ადრე დაწყებული სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადების აქტივობას და მასთან დაკავშირებულ უნარშეზღუდულობას.გაფანტული სკლეროზის მკურნალობის სტანდარტად აღიარებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც დაავადების დიაგნოსტირებისთანავე უნდა იყოს გამოყენებული, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას, პროგნოზს და დაავადებულის ცხოვრების ხარისხს.საქართველოში რეგისტრირებულია გაფანტული სკლეროზის სამკურნალო დაავადების მამოდიფიცირებებელი რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა ისინი არ ფინანსდება ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რის გამოც გაფანტული სკლეროზის მკურნალობა არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა უმრავლესობისთვის. პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო! დროული მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ისინი დაუბრუნდნენ  სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.თხოვნაზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:სახელმწიფომ უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება  პეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს.წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის,პატივისცემით,გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები
gallery images

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედება

 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.2007 წლიდან საქართველოში ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო, რომელმაც ხელი შეუწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებაზე მისაწვდომობის გაზრდას. სპეციალური მასწავლებლის შტატი  სკოლებში 2013 წლიდან გაჩნდა. ზოგ შემთხვევაში ის დღემდე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სპეც. მასწავლებელი უნდა ფლობდეს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში. სპეც. მასწავლებლის განახლებული სტანდარტის მიხედვით იგი ახდენს მოსწავლეთა უფლებების ადვოკატირებას მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში; ამ მხრივ მათ მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ მოწყვლად კატეგორიასთან, როგორიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, კვალიფიციური კადრი მუშაობდეს. თუმცა ბოლო წლებში  ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული  ინიციატივები ნაკლებად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიწოდების შესაძლებლობის გაზრდას. რამდენადაც არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. მიუხედავად 2018 წლის სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა, სპეციალურ მასაწავლებელს კვლავაც არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს საკუთარი კომპეტენცია და იზრუნოს მის კარიერულ განვითარებაზე. ამასთან, მას სხვა მასწავლებლების მსგავსად არ აქვს შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, რაც დისკრიმინაციულად მიგვაჩნია.პირველ რიგში, ამგვარი მიდგომა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უფლების უხეში დარღვევა, ვინაიდან დაუშვებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლიდეს პირი, რომელსაც არ აქვს დადასტურებული კვალიფიკაცია, ასევე არ ჰქონდეს პროფესიული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა.ბოლო წლებში ასობით სპეციალურმა მასწავლებელმა დატოვა აღნიშნული პოზიცია უკეთესი სტატუსის, ანაზღაურების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების ძიებაში, იმის გამო, რომ მას არ აქვს შექმნილი შესაბამისი სამუშაო პირობები. მათ ადგილს იკავებენ ნაკლებად კვალიფიციური კადრები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლისთვის თანაბარი და ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდებას. შესაბამისად, სახელმწიფო სპეციალური მასწავლებლებისთვის მასწავლებლის პროფესიული სქემიდან გამოთიშვით, ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარებისთვის სკოლაში.ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ 2020 წლის იანვრიდან სპეციალური მასწავლებლებისთვის ამოქმედდეს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“  რაც ითვალისწინებს, სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის გაზრდას და მათი თანაბარი პირობებით უზრუნველყოფას. ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას, რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს განათლების ყველა საფეხურზე.
gallery images

ბიოწარმოების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს!

2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“ და ამავე სტრატეგიის „2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პროგრამები და მათი ბიუჯეტი. სამწუხაროდ, მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, არც სტრატეგიის დოკუმენტის ძირითად ნაწილში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რომ ბიო/ორგანული წარმოების განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია და, რაც მთავარია, სამინისტროს 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მიმართულების განვითარების ხელშემწყობ რაიმე პროგრამას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლიდან აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო გეგმავდა ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 7 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „(ბიოწარმოების ხელშეწყობის) პროექტის პრეზენტაცია გაიმართება უახლოეს პერიოდში. ფერმერებს დავეხმარებით, რომ მათ  ბიოწარმოების განვითარება შეძლონ, როგორც წარმოებისა და კონსულტაციების ნაწილში, ისე სერტიფიცირების ეტაპზე. ეს არის ძვირი და რისკიანი მიმართულება და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე მისი განხორციელება რთული იქნება“. ჩვენთვის ასევე ცნობილი იყო, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შემუშავებული და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი ჰქონდა აღნიშნული პროგრამის პროექტი, რომელიც 5 წლის მანძილზე ჯამში დარგისათვის 100 მილიონი ლარის ინვესტირებას ისახავდა მიზნად. სამწუხაროდ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებულმა პროექტებმა ეს მოლოდინები სრულიად გააქარწყლა.რატომ არის ბიო/ორგანული წარმოების განვითარება მნიშვნელოვანი?    ბიოწარმოება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ისეთი სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას - ნიადაგის, ეკოსისტემის შენარჩუნებას და ადამიანის, როგორც გარემოს ნაწილის, კეთილდღეობას;    ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარი „პრემიუმ კლასის“ ბაზარია და ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება; ამასთან, ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებისათვის - მაღალშემოსავლიანი ტურისტი ეძებს ადგილობრივ, ბიოლოგიურ პროდუქტს;    საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწის ფარაგმენტაცია არ იძლევა საშუალებას იაფი, მაგრამ მაღალმოსავლიანი პროდუქციით ვიყოთ კონკურენტუნარიანი  მსოფლიო ბაზარზე, თუმცა საქართველოს შეუძლია მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება;    ბიო/ორგანული წარმოების განვითარება ხელს შეუწყობს სოფლად ეკოლოგიური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას და იძლევა მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სოფლის მცხოვრებლებისათვის.რატომ არის მნიშვნელოვანი ბიოწარმოების სტიმულირება სახელმწიფოს მიერ?    ბიო/ორგანულ წარმოებაზე გადასვლა რთული პროცესია. იგი მოითხოვს წარმოების სისტემის შეცვლას, რამაც პირველ წლებში შესაძლოა მოსავლიანობის შემცირება გამოიწვიოს;    ბიო/ორგანული წარმოება საჭიროებს სერტიფიცირების პროცესის გავლას, რაც მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში 4 სეზონამდე შეიძლება გაიწელოს; ამ პერიოდში მეურნეობა იხდის სერტიფიცირების ხარჯებს, მაგრამ ვერ იღებს უკეთეს შემოსავალს.შესაბამისად, კონკრეტული მასტიმულირებელი მექანიზმების არარსებობის გამო, ამ მიმართულების განვითარება კვლავ ძალიან ნელი ტემპით მოხდება; განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო სხვადასხვა ფიტოსანიტარიული პროგრამების ფარგლებში, ირიბად ასტიმულირებს ძლიერმოქმედი ქიმიური პრეპარატების მასობრივ გამოყენებას ფერმერების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:     “საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021– 2027“-ით ბიოწარმოების განვითარება გამოცხადდეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;    „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმამ“ გაითვალისწინოს ბიო/ორგანული წარმოების ხელშეწყობის კომპონენტი შესაბამისი ბიუჯეტით, რომელიც:    მოახდენს ბიოწარმოებაზე გადასვლის პერიოდში სასერტიფიკაციო ხარჯების თანადაფინანსებას;    მოახდენს ბიომწარმოებელთა ხარჯების (ექსტენცია, ბიოსასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები) თანადაფინანსებას გარდამავალ პერიოდში;    ხელს შეუწყობს „ბიო“ თესლეულის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოებას;    ხელს შეუწყობს ბიო/ორგანული პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის შექმნას;    ხელს შეუწყობს ბიოპროდუქციის მარკეტინგს სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით.    წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამებით (მაგ., „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეუნეო დაზღვევის პროგრამა და სხვ.);    მოხდეს ბიომწარმოებელთა სტიმულირება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათების მეშვეობით (მაგ., საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლება);     სახელმწიფო ფიტოსანიტარიული პროგრამების ფარგლებში (მაგ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა), პრიორიტეტი მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას და/ან ბიომწარმოებლების უფლებების დაცვის მიზნით ბიომწარმობელებისათვის შეთავაზებულ იქნეს ალტერნატიული, ბიოწარმოებაში დაშვებული საშუალებები.ორგანული სოფლის მეურნეობა, უპირველესად, ნიადაგის, გარემოს, დღევანდელი და მომავალი თაობების სიჯანსაღეზე ზრუნვაა და გვჯერა, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტიც უნდა იყოს! 
gallery images

განახლდეს კინოთეატრებში ფილმები რუსულად

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ქვეყნის საგარეო კურსის სრული გააზრებული მხარდაჭერით, სახელმწიფოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების აუცილებლობის გაზიარებით და რუსეთის სახელმწიფო მანქანის საქართველოს უდავო მტრად აღიარებით მოგმართავთ თხოვნით. ადამიანის უფლებების ფუძემდებელი პრინციპები ავალდებულებს გასართობ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს საქმიანობის წარმოებისას დაეყრდნონ მოსახლეობის მოთხოვნებს და ახორციელონ მათი მოღვაწეობა მომხმარებელთა მსხვილი ნაწილის სურვილებიდან გამომდინარე. ამიტომაც საქართველოს კინოთეატრებში უნდა აღდგეს რუსულ ენაზე გახმოვანებული კინოპროდუქციის ჩვენება. არა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას ხანგრძლივი საბჭოთა ოკუპაციის ფარგლებში არსებული დანაშაულებრივი წყობის შედეგად, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც, ქართულისა და ინგლისური ენის გარდა, ასევე ფლობენ რუსულ ენასაც და გააჩნიათ ამ ენაზე ფილმების ყურების უფლება. ასეთი სწორი გადაწყვეტილების მიღება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის იმიჯის შელახვას, იმიტომ რომ ემსახურება ჩვენივე კომფორტს და წარმოადგენს ქართველი მრავალეროვანი საზოგადოების რუსეთის ჰიბრიდულ ომზე ღირსეული და თანამიმდევრული პასუხის განუყოფელ ნაწილს. პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები...