add one
gallery images

აბიტურიენტების 2%-ს, რომლებმაც 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს 4-ვე საგანი, მაგრამ ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი, უფლება მიეცეთ ჩაირიცხონ იმ უნივერსიტეტებში, სადაც აკმაყოფილებენ საკონკურსო ქულებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს, განათლების სამინისტროს და სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მოგმართავთ თხოვნით: ჩვენი აბიტურიენტების 2% -მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარა 4-ვე საგანი და გადალახა კონკრეტულ საგანმანათლებო პროგრამაზე მითითებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, თუმცა ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი - უნივერსიტეტების ჩამონათვალში ვერ მიუთითეს შედარებით დაბალრეიტინგული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში საკონკურსო ქულების დაკლების შემთხვევაში, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საშუალებას მისცემდათ. აღნიშნული მიზეზის გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების აღნიშნული 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე - აღნიშნული 2% სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში. გთხოვთ აღნიშნული აბიტურიენტების 2%-ს მისცეთ შესაძლებლობა იმავე ან სხვა დაწესებულებაში გააგრძელონ სწავლა აბიტურიენტსა და დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პატივისცემით, დავით ბესტავაშვილი
gallery images

იმ ბავშვებს რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს უნარებში ბარიერი უფელბა მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა

განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრსს მოგმართავთ თხოვნით იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ  გადალახეს უნარებში გათანაბრებული ქულით ბარიერი უფლება მიეცეთ  მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა რათა არ გაუცდეთ კიდევ 1 წელი იმ საგნის გამო რომელიც მომავალში აღარ არის სავალდებულო 
gallery images

ვაღიაროთ რომ ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანა მაღალმთიანია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის  მანდაეთის საკრებულოში შემავალი სოფელ ტყემლოვანის მცხოვრებლები  უკვე 3 წელია  მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ვითხოვთ, მაგრამ ამაოდ.  ყოველწლიურად გვპირდებიან, რომ აუცილებლად მოგვანიჭებენ, რადგან  ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ. ჩვენს რაიონში ზოგ ისეთ სოფლებს მისცეს სტატუსი, ვინც უფრო დაბლობზე ცხოვრობს  და ქალაქიდან 5-10 კილომეტრიც კი არ აშორებს. მაგალითად უსახელო,  წყალშავი, ბეგიაური .ეს სოფლები  არც სხვა კრიტერიუმებით არიან ჩვენზე წინ.  ჩვენ მათ არ ვედავებით,რატომ მიიღეს სტატუსი, მაგრამ ვედავებით, რომ მათზე მეტად  ჩვენს სოფელს ეკუთვნის ეს სტატუსი.სოფელი ტყემლოვანა მანდაეთის საკრებულოში შემავალი სოფელია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 800 მეტრია. ამ ინფორმაციას ადასტურებს არაერთი კვლევა.   სოფელი  ქალაქს 25 კილომეტრითაა დაშორებული. მანდაეთის  საკრებულოში შედიან  სოფლები: მანდაეთი, მეჩხეთური, ქფილარი, ჩხირაული და ტყემლოვანა.   აქედან მხოლოდ ტყემლოვანას არა აქვს მაღალმთიანობის სტატუსი. ეს იმ დროს , როდესაც გარშემო ოთხ სოფელს იმავე საკრებულოში ეს სტატუსი მინიჭებული აქვს.  დემოგრაფიული, პერიფერიული და სხვა კრიტერიუმები ამ სოფლებს ერთნაირი აქვს. მანდაეთთან შედარებით ჩვენი კრიტერიუმი მეტადაა კიდევაც შესამჩნევი: ადმინასტრაციული ცენტრიდან უფრო დიდი მანძილით დაშორება. სოფლის მოსახლეობის შემცირების პროცესი განსაკუთრებით მკვეთრია ბოლო წლებში.  სოფელში არ არის  საბავშვო ბაღი,   მშობლები სოფლის სამეურნეო სამუშაოებზე მინდვრებში რომ მიდიან, იძულებულნი არიან, ჩვილი ბავშვები დილის ექვს საათზე გააღვიძონ და სამუშაოზე წაიყვანონ. საბავშვო ბაღი რომ არსებობდეს,  მაშინ ბავშვები სკოლაში უფრო მომზადებულები მივიდოდნენ. რთული მდგომარეობაა ახალგაზრდებისთვის: არანაირი სპორტი, არანაირი გასართობი. არც ბიბლიოთეკა. ერთარდერთი იმედი სკოლაა, მაგრამ ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რიცხოვნება. მაგალითისთვის; 10 წლის წინ სკოლაში სწავლობდა 180 მოსწავლე, დღეს  სწავლობს- 50. 10 წლის შემდეგ სავარაუდოდ იქნება 10.    სოფლის მოსახლე ახალგაზრდობა იძულებული ხდება, სოფლიდან წავიდეს. ახალგაზრდის სოფლად თვითრეალიზაციის არავითარი საშუალება არ არსებობს დემოგრაფიული მდგომარეობა  კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ყოველწლიურად არაერთი ოჯახი ტოვებს სოფელს და რამოდენიმე წელიწადში მხოლოდ ნამოსახლიღა დარჩება. არადა დღესდღეობით  სოფელი ტყემლოვანა განთქმულია, როგორც საუკეთესო  ქვევრის მწარმოებელ სოფლად.  დღეს, როდესაც  ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეიტანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა სიაში, ახალმა საუკუნემ ახალი გაქანება მისცა მექვევრეობას. ევროპასთან კავშირის აღდგენის შემდეგ ქვევრის ღვინით დაინტერესებულმა დასავლეთმა ქვევრი მოითხოვა, ანუ ევროპის ბაზარი გაეხსნა საქონელს, რომლის შენების კულტურა უკვე დაკარგული გვქონდა. ქვევრის საუკეთესო ხელოსნის რამდენიმე ოჯახი შემორჩენილია სოფელში,  ოჯახების ახალგაზრდა თაობებმა რომ აითვისონ ეს ხელობა, მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. მაღალმთიანობის სტატუსი ამ მხრივ სოფლის განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს. ახალგაზრდა მეწარმეები სოფელს დაუბრუნდებიან და სოფელიც გაძლიერდება ქვეყნის საკეთილდღეოდ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი სასოფლო–სამეურნეო კრიტერიუმია  ის, რომ ტყემლოვანაში სასოფლო-სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში. უმეტესწილად იყენებენ ხარებს. ნიადაგი მოუსავლიანია, მხოლოდ სიმინდის კულტურა  ხარობს,  ისიც გაჭირვებით. უვე რამდენიმე წელია  გვალვების გამო მოსახლეობა თითქმის  მოსავლის გარეშე რჩება. რა თქმა უნდა სარწყავი სისტემა ჩვენთვის მიუწვდომელი ოცნებაა. ეს  ყოველივე მოსახლეობის. ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას მძინე ტვირთად აწვება. თუ პერიფერიულობის კრიტერიუმის მიხედვით ვიმსჯელებთ.  საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობა  არასახარბიელოა..  მაგალითად,  ზამთრის პირობებში უმეტეს წილად სოფელი მოწყვეტილია   ადმინისტრაციული ცენტრიდან, რადგან თოვლის საფარი 2-3 მეტრსაც აღწევს. სოფელში არ არის გაზი.  არა გვაქვს სასმელი წყალი, დღემდე მოსახლეობა წყალს ცისტერნებით ეზიდება.მართალია მოხდა გამრიცხველიანება, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი ძაბვის ბოძები და ხაზები, ამიტომ ქარის ამოვარდანაზე და განსაკუთრებით დიდთოვლებაზე მოსახლეობა შუქის გარეშე რჩება . უკანასკნელ იმედს ვიტოვებთ და მოგმართავთ თქვენ, რომ ჩვენი სოფელიც საქართველოს ნაწილია, ჩვენც ვწერდით და ვწერთ საქართველოს ისტორიას.  ნუ დაგვჩაგრავთ,  დაგვეხმარეთ, რომ  სოფელს მისთვის პრინციპული, ეს  კონკრეტული საკითხი  დადებითად   გადაუწყდეს.  იყავით   ჩვენი  სოფლისა და მისი თითოეული  მოსახლის  კანონიერი ინტერესების დამცველი.  
gallery images

გადავარჩინოთ ხევსურეთის ისტორიული სოფელი ამღა!

„პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი, სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან, თორემ დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ“, - პრემიერ-მინისტრთან ეს თხოვნა 77 წლის სანდუა წიკლაურმა გამოგვატანა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც სოფელ ამღას შემორჩა.ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო.ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებიდან ერთ-ერთი საბეკურია, ხოგაის მინდის ნასახლარი. თქმულება ამბობს, რომ ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელს“ სწორედ ამღაში უცხოვრია.არხოტი დანარჩენ საქართველოს სამანქანო გზით პირველად 2017 წელს დაუკავშირდა. მანამდე სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდიოდა.უგზოობამ, უტელეფონობამ, უშუქობამ, უექიმობამ, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ სოფელი განადგურების პირას მიიყვანა.იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი  მთელი სოფელია.ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.მივმართავთ საქართველოს მთავრობას: გადაუდებელი ღონისძიების სახით, დაიწყოს პირიქითა ხევსურეთის სოფლის - ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი, რაც სოფლის არქიტექტურული ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაციასთან ერთად, სათანადო ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ: https://bit.ly/2LDKcDr
gallery images

დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.

       დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, უმართავი ხანძრების გამო შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებში მოსავლის აღების შემდეგ ათასობით ჰექტარზე გავრცელდა ხანძარი. სამწუხაროდ უპასუხისმგებლო ფერმერების მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა წლიდან წლამდე მეორდება, ნადგურდება ქარსაფარი ზოლები, რითაც დიდი ზიანი ადგება, როგორც სოფლის მეურნეობას ასევე ბიომრავალფეროვნებას. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის და შსს-ს კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს სახანძრო სამაშველო განყოფილების თანამშრომლები ცდილობენ, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ასევე ხანძრების ლიკვიდაციით, შეაჩერონ ქარსაფარი ზოლების განადგურება, მაგრამ ეს მათ ძალებს აშკარად აღემატება. ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები მოვითხოვთ დაჩქარდეს საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ.პატივისცემით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრი    პავლე თავაძე
gallery images

მიწების დაწვის წინააღმდეგ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები.

  გთხოვთ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილები მუხლი 4  (ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძლვები) არსებულ ჩამონათვალს დაემატოს შემდეგი პუნქტები  ო) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, საქარველოს მთელს ტერიტორიაზე, აიკრძალოს სასოფლო სამეუნნეო კულტურების ნარჩენების, ბალახის, აალებადი და სხვა სახის ნივთიერებების დაწვა ან/და ქიმიური უტილიზაცია. პ)სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე, მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვის პერიოდამდის, მიწის გადაწვის შემთხვევა ჩითვალოს გარემოზე მიყენებულ ზიანად. რ) მიწის ფართობზე, წინასწარ განზრახულად ცეცხლის გაჩენით, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მოხდეს, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით.  ს) ერთსა და იმავე საკუთრებაზე ( მესაკუთრისა და სარეგისტრაციო კოდის ცვლილებების მიუხედავად) განმეორებით მიწაზე მიყენებული ზიანი, ხელოვნურად გამოწვეული ხანძრის მიზეზით, დაკვალიფიცირდეს მიწის დეგრადაციად. შემუშავებულ იქნას მიწებისათვის მიყენებული ზიანისა და დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი და მეთოდიკა“  მუხლი 9 წინასწარგანზრახვით, სასოფლო სამეურნეო მიწაზე გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ნიადაგის გაუვარგისებისათვის, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის გამო პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (3.ა) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის უწყებას ცხელი ხაზის მეშვეობით და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს საჭირო ღონისძიებები სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზემიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად; გ) საკუთარი ხარჯებით და პასუხისმგებლობით განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილი პრევენციული და გამასწორებელი ღონისძიებები;  დ) სრულად აანაზღაუროს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზედაზიანების შეფასების, მონიტორინგის, ზედამხედველობისა და დეპარტამენტის მიერ გაწეული სხვა ადმინისტრაციული ხარჯები. ე) საჯარიმო ღონისძიებების დადგენილი წესით დამტკიცებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ხაზინაში ჩარიცხოს თანხა გამასწორებელი ღონისძიებების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების 100%-ის ოდენობით. ვ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია, ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელ პირს: მოსთხოვოს ინფორმაცია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მიყენებული ზიანის შესახებ, განუსაზღვროს სავალდებულოდ შესასრულებელი ღონისძიებები ზიანის აღმოსაფხვრელად და დაუწესოს ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ვადები;  ზ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, მიწის მფლობელის ხარჯით, ნიადაგის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩაატაროს მიწის ანალიზი, მოახდინოს მიწის შეფასება, რის შესახებაც მეპატრონესთნ გააფორმოს შესაბამისი აქტი. თ) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წინასწარგანზრახვით ხანძრის გამოწვევა ისჯება ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით, გამომდინარე მიყენებული ზიანის ოდენობიდან. ი)სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზეხანძრის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე, წინასწარ განზრახვით გამოწვეული ხანძრით მიყენებული, ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა. გარემოზე ზიანის გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა– გამოიწვევს, ხანძრის საშიშროების ან/და ხანძრის შემსწრე მესამე პირის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე.  3.ა.) წინასწარგანზრახვით გაჩენილი ხანძრით, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის დათვლას, ნიადაგის აღდგენის სამუშოების ჩამონათვალის შედგენას, მიწის მესაკუთრისათვის წარსადგენად ანხორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება. 3.ბ.) წინასწარგანზრახვით გაჩენილი ხანძრით, ნიადაგისათვის მიყენებული ზიანის ანაზღურების გადახდის შემდგომ დაზიანებული მესაკუთრე ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი აგროტექნიკური ღონისძიებები, ნიადაგის რეაბილიტაციისა და გაჯანსაღებისათვის. კონტროლს ნიადაგის გაჯანსაღების სამუშოების მიმდინარეობაზე ახორციელებს, არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.   კანონის მიღებამდის განსახორციელებელი სასწრაფო შესატანი ცვლილებები საქართველოს მთვრობის დადგენილება # 54 2014 წლის 14 იანვარი ტექნიკური რეგლამენტის- „გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ. მუხლი 4. მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი  პუნქტი6. დაცული ტერიტორიის, ისტორიულ-კულტურული დანიშნულების, რეკრეაციული დანიშნულების მიწების ფარგლებში დეგრადაციის შემთხვევაში დეგრადაციის ხარისხის ცვლილებების გადასაყვანი კოეფიციენტის (D) ნაცვლად დგინდება შემდეგი მნიშვნელობები: (ჩამონათვალს დაემატოს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები) ასევე კოეფიციენტი (D) ნაცვლად დადგინდეს მნიშვნელობა და დაემატოს ჩმონათვალს პუნქტი ვ) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვამდის პერიოდში, მიზანმიმართულად გადაწვის გზით მიწის დეგრადაციის შემთხვევაში – 3,0; ასევე პუნქტი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების მიწებზე მოსავლის აღებიდან, შემდეგი სეზონის თესვამდის პერიოდში, გადაწვის შემთხვევაში, დეგრადაციის შედეგად გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება ათი ათასი (10 000) ლარით ყოველ ჰექტარზე და მის ზევით თუ ხანძარი გავრცელდა ქარსაფარ ზოლებსა ან მომიჯნავე საკუთრებაზე. (http://extwprlegs1.fao.org/docs/pdf/geo167600.pdf) http://moe.gov.ge/res/images/file-manager/garemosdacviti_pasukhismgeblobis_sajaro/122_04_2018.pdf
gallery images

დაეხმარე ლეღვანს - აღადგინეთ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანის გზა

ხარაგაულის რაიონის სოფელი ლეღვანი 2019 წლის 7 ივნისიდან ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს , რამდენადაც სტიქიამ დააზიანა ( ჩამოშალა და წაიღო) სოფელთან დამაკავშირებელი ერთდერთი საავტომობილო (და ამავდროულად საფეხმავლო) გზის ნაწილი . უკვე მეორმოცე დღეა სოფლის მოსახლეობა იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში . ფაქტიურად შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება, დროულად ვერ ეწევა სამედიცინო დახმარება, გაძნელებულია საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით სოფლის მოსახლეობის მომარაგება, რამაც  შესაბამისად გამოიწვია აღნიშნულ მომსახურეობებზე ფასების გაზრდა.გზის აღდგენის პროექტი უკვე შედგენილია და გადაგზავნილია მთავრობაში , მაგრამ დღემდე ( უკვე მეოცე დღეა ) არ ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გზის აღსადგენად.მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან უახლოესი ( ერთი კვირის ) განმავლობაში სოფელ ლეღვანის გზის აღსადგენად თანხის გამოყოფას და სამუშაოების დაწყებასდაეხმარეთ ლეღვანს
gallery images

გავუშვათ ერეკლე ევროვიზიაზე!

თუ ფიქრობ რომ ერეკლე საქართველოს ნათელი მომავალია და იმსახურებს ევროვიზიას მოაწერე ხელი ამ პეტიციას!!!
gallery images

№196 ბაგა-ბაღის დირექტორის საქმე

№196 ბაგა-ბაღის მშობლები, ვითხოვთ დირექტორის ქალბატონი ნინო გომართელის დაბრუნებას თავის პოზიციაზე, ამავე ბაგა-ბაღში.
gallery images

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი
gallery images

შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს"

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მივმართვ ქალაქ თბილის მერიას შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს" და ეწოდოს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი.
gallery images

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიცია

 ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის გრძნობამ და იმედგაცრუებამ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოიყვანა.საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობა და მათი პარლამენტის ტრიბუნაზე ხილვა ჩვენთვის და ჩვენი ოკუპირებული ქვეყნისთვის ღირსების შემლახველია. ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ოთხოზორიას სამშობლოში იმ პოლიტიკური პერსონების ზარზეიმით მიღება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, არის ქვეყნის ღალატი.ჩვენთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალადობრივი გზით დაარბია მომიტინგეები. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ: გადადგეს ყველა ის პიროვნება, რომელსაც შეხება ჰქონდა რუსეთის დელეგაციის სტუმრობის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი!2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.დაისაჯოს ყველა, ვინც ნებართვა გასცა ან განახორციელა  20 ივნისის ღამეს მომიტინგეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.ყოველგვარი გასამართლების გარეშე გამოუშვან აქციის დროს დაკავებული მომიტინგეები, ისინი არ არიან კრიმინალები!სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დროს ფიზიკურად დაზარალებული ადამიანების მკურნალობაზე.
gallery images

დაუბრუნდეს ფეხბურთს პაატა ღუდუშაური

ადრესატი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი, საქართველოს პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბები, სპორტული მედიის და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.„გარიგებული მატჩების საქმე“ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ძალზე სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავსი ქმედება, დასაგმობი და გაუმართლებელია, მაგრამ ამ სკანდალის მონაწილეთა შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი, პაატა ღუდუშაურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სპორტული განაჩენის ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს.•          იყო კი პაატა ღუდუშაური გარიგებული მატჩების ორგანიზატორი?•          ჰქონდა მას ვინმესთან კომუნიკაცია თავისი ინიციატივით?•          იზიარებდა იგი თანაგუნდელების სურვილს, რომ მიეღო მონაწილეობა მსგავს ქმედებაში?•          ამოძრავებდა პაატა ღუდუშაურს ანგარება?       სწორედ ამ კითხვების გამო, რომელზე პასუხიც მხოლოდ არაა,  რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?სწორედ ამიტომ გვსურს, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა, გაითავისოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ არსებული ვითარება და გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც პაატა ღუდუშაურმა შესაძლოა სამუდამოდ დაასრულოს ის საქმიანობა, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად იყო  თანაგუნდელების მხრიდან, ხვეწნა-მუდარის, გაუთავებელი სმს შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების ადრესატი, რათა   ზემოთ აღნიშნულ  ქმედებებში მონაწილეობა მიეღო. ისმის ლეგიტიმური კითხვა. ინიციატორების მხრიდან, რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელზე.? პასუხი მარტივია: პაატა ღუდუშაური გახლდათ, ერთადერთი ძლიერი ხელისშემშლელი რგოლი, მათი გეგმის განხორციელებაში.     ყოველჯერზე მიღებულ უარს, მოჰყვა მის ადამიანურ და ემოციურ ფონზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ პაატა ღუდუშაური თანაგუნდელებს არ გაუწევდა დახმარებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.  ამ შინაარსის ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილმა სტრესულმა ფონმა, განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაში შეყვანა, რასაც დღეს ყველაზე მეტად თავად პაატა ღუდუშაური განიცდის და ნანობს. აქედან გამომდინარე, ჩდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაშინ, რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?ამ მიზეზებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, გვსურს თხოვნით მივმართოთ ყველას, ვისაც კი შესწევს უნარი და ძალა, რომ გადაიხედოს 21 წლის ღუდუშაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მიეცეს მას ერთი შანსი, რომელიც მის ფეხბურთში დაბრუნებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და გარემოება, ეფუძნება აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს.
gallery images

შეჩერდეს უკანონო დაშენება - თავხელიძის #1

შეჩერდეს უკანონო დაშენება თავხელიძის #1-ში!!!გაუფრთხილდით ჩვენ სიცოცხლეს!
gallery images

გადავარჩინოთ ვაკის გამგეობის სკვერი

ვაკის რაიონის გამგეობის ეზოში მდებარე სკვერი, კვლავ განაშენიანების საფრთხის წინაშეა;სამეზობლო თემმა, დაუღალავი ბრძოლის შედეგად ერთხელ უკვე შეაჩერა ინვესტორის მცდელობა, სკვერის მომიჯნავედ, ჩაედგა უზარმაზარი შენობა, თუმცა, მაისის თვეში, მშენებლობის იდეა კვლავ განახლდა;მოვითხოვთ, ქალაქ თბილისის მერიისგან, არ დაუშვას, ისედაც მშენებლობებით შევიწროვებული და შემცირებული სკვერის, კიდევ უფრო დაზიანება, უარი უთხრას კომპანია "ლიდერბეთს" მისი ოფისისათვის პროექტის შეთანხმებაზე და ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნოს სკვერი ქალაქს!